პირველი არხი დეზინფორმაციის წინააღმდეგ – რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას ცრუ ინფორმაციის გავრცელება, როგორ უნდა განვასხვაოთ ახალი ამბავი ფეიკნიუსისგან და რა გზას გვთავაზობს პირველი არხი ინფორმაციის გადასამოწმებლად

21:17, 17.06.2020

საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტი, რომელიც ნამდვილი ახალი ამბის ყალბისგან გარჩევაში დაგეხმარებათ.

21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, ე.წ. ფეიქ-ნიუსებს ჩვენი არხი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, სპეციალური პლატფორმის შექმნით პასუხობს. antifake.ge – დღეიდან ამ მისამართზე მოძებნით საიტს, სადაც ყველა აქტუალურ თემაზე რეალური ინფორმაცია განთავსდება და მეტი სიზუსტისთვის ამბების კლასიფიკაცია მოხდება. ვებგვერდს ექნება ინტერაქციის ფუნქცია – მოქალაქეებს შეეძლებათ, ამა თუ იმ ინფორმაციის ნამდვილობაზე კითხვები გამოგზავნონ და მათთვის საინტერესო ნებისმიერი ამბავი სწორედ antifake.ge -ზე გადაამოწმონ.

მსგავსი