პირველი არხი დეზინფორმაციის წინააღმდეგ - რა საფრთხეს უქმნის საზოგადოებას ცრუ ინფორმაციის გავრცელება, როგორ უნდა განვასხვაოთ ახალი ამბავი ფეიკნიუსისგან და რა გზას გვთავაზობს პირველი არხი ინფორმაციის გადასამოწმებლად
საქართველოს პირველი არხის ახალი პროექტი, რომელიც ნამდვილი ახალი ამბის ყალბისგან გარჩევაში დაგეხმარებათ.
21-ე საუკუნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, ე.წ. ფეიქ-ნიუსებს ჩვენი არხი, როგორც პასუხისმგებლიანი მედია, სპეციალური პლატფორმის შექმნით პასუხობს. antifake.ge – დღეიდან ამ მისამართზე მოძებნით საიტს, სადაც ყველა აქტუალურ თემაზე რეალური ინფორმაცია განთავსდება და მეტი სიზუსტისთვის ამბების კლასიფიკაცია მოხდება. ვებგვერდს ექნება ინტერაქციის ფუნქცია – მოქალაქეებს შეეძლებათ, ამა თუ იმ ინფორმაციის ნამდვილობაზე კითხვები გამოგზავნონ და მათთვის საინტერესო ნებისმიერი ამბავი სწორედ antifake.ge -ზე გადაამოწმონ.