„მოგზაურობა ისტორიაში“ - ყოველ კვირას საქართველოს პირველ არხზე 

ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე.

14 ნოემბრიდან ჩვენს ეთერში ვასილ მაღლაფერიძის დოკუმენტური სერიალი იწყება. 10-ეპიზოდიანი საავტორო პროექტი აბრეშუმის გზაზე და ამ კონტექსტში საქართველოს გეოპოლიტიკურ ფუნქციაზე გვიამბობს.

დოკუმენტური სერიალის პირველი ეპიზოდის ჩვენება „კავეა გალერეაში“ დღეს გაიმართა. 30-წუთიანი ეპიზოდებით გადაცემის ავტორი მაყურებელს იმ გზაზე გაატარებს, რომელიც კავკასიონის ჩრდილოეთით და სამხრეთით არსებულ ცივილიზაციებს ერთმანეთთან აკავშირებდა.

სერიალის რეჟისორი ლევან ახობაძეა.

დატოვე კომენტარი