საქართველოს პარლამენტში ახალი პოლიტიკური ჯგუფი იქმნება. მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ გაერთიანდნენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ხმათა უმრავლესობით მიიღეს. პოლიტიკური ჯგუფი, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“ – ამ დროისთვის მხოლოდ ნიკა მაჭუტაძესა და ბაჩუკი ქარდავას აერთიანებს, თუმცა, პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ გაფართოების მიზნით, მოლაპარაკებებს ინტენსიური რეჟიმში განაგრძობენ.