გია ჭანტურიას გახსენება 

გია ჭანტურიას დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში გია ჭანტურიას საფლავთან, მისი სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გაიმართა. ადგილზე შეიკრიბნენ, გია ჭანტურიას ოჯახის წევრები და მეგობრები. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამაარსებელი, გია ჭანტურია ჯერ საბჭოთა პერიოდის დისიდენტი იყო, შემდეგ კი ერთ-ერთმა პირველმა დააყენა ღიად საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა. 1994 წლის 3 დეკემბერს გია ჭანტურია სახლიდან გამოსული, სადარბაზოსთან, ავტომობილში ჩაცხრილეს.

 

დატოვე კომენტარი