ვინ მიმართა პარლამენტს ხელფასის მოთხოვნით

სამმა ახლად არჩეულმა დეპუტატმა მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დანიშვნის განცხადებით მიმართა. პირველი არხის  ინფორმაციით, მათ შორისაა „პატრიოტთა ალიანსის“ სიით გასული ავთანდილ ენუქიძე, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უკვე გააკეთა განცხადება. კიდევ ერთი დეპუტატი, რომელსაც პარლამენტი ხელფასს ჩაურიცხავს, ბაჩუკი ქარდავაა. ასევე პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტმა მიიღო „ევროპული საქართველოს“ სიით გასული ტარიელ ნაკაიძის საბანკო რეკვიზიტებიც. ბაჩუკი ქარდავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, სადაც დაწერა, რომ ხელფასი პოლიტიკური პინგ-პონგის იარაღად იქცა. „რაც შეეხება ხელფასს, თუ ის ჩემს ხელთ აღმოჩნდება, აუცილებლად ამ ფულით შევიძენ ჩემს მიერ უკვე შეკვეთილ ტექნიკურ აღჭურვილობას, მეგაფონებს და საწვიმარს, ე. წ. პლაშოვკებს წარწერით „არა ივანიშვილის რეჟიმს, ვითხოვთ სამართლიან არჩევნებს“.

საკითხზე პრესკონფერენცია გამართა ტარიელ ნაკაიძემ.