აფხაზეთის მთავრობის და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, იძულებით გადაადგილებულ პირებს ჯვარის ამბულატორია მოემსახურება.
გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით, კლინიკაში მაღალი დონის თანამედროვე აპარატურა დაინერგა, გადამზადდნენ სპეციალისტები, რაც სამომავლოდ კვლევების ხარისხზეც უნდა აისახოს. მომსახურებას ადგილობრივები და ფოცხოეწერში განსახლებული დევნილები მიიღებენ.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალ პოლიკლინიკაში, საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტთან ერთად, იძულებით გადაადგილებულ პირებს დამატებითი კონსულტაციებიც გაეწევათ.