ვირუსების სეზონი

სეზონური გრიპის გამო, თბილისში სამი პოლიკლინიკა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი, „მედკაპიტალი-გლდანი“ და „მედკაპიტალი-ვარკეთილი“ პაციენტებს დილის 09:00-დან 22:00 საათამდე უწყვეტად მოემსახურებიან. 18:00 საათიდან კი, ეს კლინიკები მათთან არარეგისტრირებულ პაციენტებსაც მიიღებენ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში ძირითადად ორი, „ა“ და „ბე“ ტიპის გრიპის ვირუსებია გავრცელებული.