მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ახალი პარტია „საქართველო“ წარადგინა.
პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი ლილუაშვილმა ამომრჩევლებს პარტიის საარჩევნო გეგმები გააცნო და პარტიის მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. პარტია ,,საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პარტიის დეკლარაცია, რომელშიც საუბარია საქართველოს წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე – ხელისუფლების მიერ გეოპოლიტიკური კურსის დეკლარირებული შეცვლის შესახებ. პარტიის წევრების განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისა და მისი ავთენტურობის დაცვა მათი უპირველესი ამოცანაა.