აქცია პარლამენტთან 

პარტია „საქართველოს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. მათ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხების მიღება სურთ. აქციის მონაწილეების განცხადებით, ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს.

აქციას წინ უძღოდა მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან.