თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ივერთუბანში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკის მშენებლობას ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები მოეწყობა. ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული თარგები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება.
სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.