ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი რვა ოლიმპიურ სპორტულ სახეობას მოემსახურება.
დარბაზის მოძრავი, ე. წ. ტელესკოპური ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე. დარბაზი მოწყობილი და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. თანამედროვე კომპლექსი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „იუ-ეფ-სის“ პირველ ქართველ ჩემპიონ ილია თოფურიასთან ერთად გახსნა.