ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს

15:08, 21.03.2024

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და ეთანხმება პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებას ილია თოფურიას ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ღირსების ორდენით ილია თოფურიას დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში დღეს, 19 საათზე გაიმართება. „პრეზიდენტი დაჯილდოების ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეპატიჟება. სამივე შტოს მონაწილეობა ამ ცერემონიაში ასეთ საკითხებზე ეროვნული თანხმობის ნიშანია“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს. ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს.

მსგავსი