აშშ-ის იუსტიციის მიერ გამოქვეყნებული ახალი დოკუმენტები – ამჯერად, დეპარტამენტის ინფორმაციით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანია „ქორნერ-სთოუნ გავერმენთ ეფეარსს“, მიმდინარე წლის მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია „ფორმულა“ რეგისტრირებულია მიმდინარე წლის მაისში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ლობისტური კომპანია უზრუნველყოფს საზოგადოებრივ საქმეთა და კომუნიკაციების კონსულტაციებს, დაკავშირებულია აშშ-ში „ფორმულას“ საკომუნიკაციო პროგრამის შემუშავებასა და მართვასთან. გავრცელებული ცნობით, ლობისტური კომპანია ჩაერთვება აქტივობებში უცხოელი შემკვეთის სახელით, რათა აცნობოს აშშ-ის საზოგადოებას საქართველოში მიმდინარე საკითხების შესახებ, რაც ეხება დამოუკიდებელი მედიისადმი დამოკიდებულებას საქართველოში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს მოიცავს შეხვედრებს საზოგადოებრივი აზრის ლიდერებთან, არჩეულ თანამდებობის პირებთან, ადმინისტრაციასთან, მედიასთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, საჯარო პოლიტიკისა და სავაჭრო ორგანიზაციებთან, ბიზნესლიდერებთან, საკითხების ექსპერტებთან და სამეცნიერო წრეებთან. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, დადასტურებულია კონტაქტები ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუსთან, რომელიც ბრიფინგებს სახელმწიფო დეპარტამენტში ესწრება, ასევე აშშ-ის მთავრობის და კონგრესის წარმომადგენლებთან.