ახალი ლობისტური დოკუმენტები

შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, საქართველოდან, შტატებში ლობისტური საქმიანობისთვის დაქირავებული კომპანიის შესახებ, კვლავ განხილვისა და ურთიერთბრალდებების საგანია. ფარას დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ბრიფინგზე „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტს შეეხებოდა.

„ქართული ოცნებისთვის“ სწორედ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის ფორმულირება გახდა საეჭვო. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ჟურნალისტის დამოუკიდებელი საქმიანობა კითხვის ნიშნებს აჩენს.