ახალი კვლევა კორონავირუსზე

კორონავირუსზე იმუნოლოგიური მეხსიერება ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგაც შენარჩუნებულია – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „საიენსი“. სტატიაში ნათქვამია, რომ გამოჯანმრთელებულ პაციენტებში რეინფიცირების შანსი 8 თვის შემდეგაც მინიმალურია. ინფექციონისტების თქმით, ზოგიერთ პაციენტს, შესაძლოა, ანტისხეულები არ გამოუმუშავდეს, თუმცა იმუნური უჯრედები მათ რეინფიცირებისგან მაინც დაიცავენ. არსებული მიგნების მიუხედავად, მკვლევარები აცხადებენ, რომ რიგ შემთხვევებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ პაციენტი შეიძლება მაინც იყოს დაუცველი.