საქართველოს 34 მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან ჩამოიყვანეს, კვლავ საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში იმყოფება. ამ დროისათვის ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. ისინი ექიმების ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ არიან. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის ინფორმაციით, ორ პირს გუშინ მცირედით მომატებული ტემპერატურა დაუფიქსირდა, თუმცა დღეისათვის მათ სიცხე აღარ აქვთ. შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს, ჩინეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები სპეცრეისით ჩამოიყვანეს. აეროპორტში შემოწმებისას არც ერთ პირს კორონავირუსთან დაკავშირებული საეჭვო სიმპტომები არ დაუფიქსირდა.
სასტუმროში მოთავსებულებს ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან.