ინფიცირებულთა მცირედი კლებაა იტალიასა და ესპანეთში. ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები ოპტიმისტურია. ორივე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა, რადგან ეპიდემიოლოგების დასკვნით შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ციფრები რეკორდულად იზრდება აშშ-ში, რომელიც დაავადების გავრცელების მთავარი ეპიცენტრია. დაავადებულთა რაოდენობამ რეკორდულად იმატა რუსეთშიც. მილიონ-ნახევარი ინფიცირებული, 90 000 გარდაცვლილი, 300 000 გამოჯანმრთელებული – ასეთია მსოფლიო სტატისტიკა.