ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

ცხრა ახალი შემთხვევა დღეს – ქვეყანაში კოვიდ 19-ით ინფიცირების უკვე 100 შემთხვევა ფიქსირდება. მათგან გამოჯანმრთელდა 18.

დაინფიცირებულებს შორის ერთი სამედიცინო პერსონალია, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მუშაობის დროს დაინფიცირდა. ყველა ახალი ფაქტის შემთხვევაში, წყარო და კონტაქტები დადგენილია და ისინი უკვე გამოვლენილი კლასტერებიდან არიან.

დღის ბოლომდე კიდევ რამდენიმე საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. რაც შეეხება იმ სამ ინფიცირებულს, რომელთა დაინფიცირების ისტორიას ვერ ადგენენ – წყარო  ჯერ ისევ უცნობია, კონტაქტების კვლევა გრძელდება.