ახალი კორონავირუსი - ვითარება მსოფლიოში

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ ჩინეთის ქალაქ უხანში გავრცელებული  უცნობი ვირუსის შესახებ შეიტყო. შედეგად, მსოფლიოში უკვე 82 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. 46 მილიონამდე პაციენტმა ის უკვე დაძლია, მილიონ 800 ათასზე მეტისთვის კი, ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა. ქვეყნების უმეტესობა დღეისთვის ვირუსის მეორე ტალღასთან გამკლავებას ცდილობს, რომელიც  პირველთან შედარებით, გაცილებით უფრო მასშტაბური აღმოჩნდა. რეკორდულ დროში, 10 თვეში შექმნილი ვაქცინის პირობებშიც, პანდემიის მასშტაბი რეკორდული მაჩვენებლით იზრდება. ვირუსის გავრცელებისა და ლეტალობის მხრივ, პირველ ადგილზეა აშშ, თითქმის 20 მილიონი ინფიცირებულითა და 342 ათასზე მეტი გარდაცვლილით.  10 მილიონს აღემატება ინფიცირებულთა რიცხვი ინდოეთში. პანდემიის გამო, შედარებით მოკრძალებულად აღინიშნება ახალი წელი ევროპის ქვეყნებშიც, სადაც შემზღუდველი ზომები მოქმედებს.