ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით, შუახევში კოლეჯის „ბლექსი“ ფილიალი შენდება, სადაც რაიონის საჭიროებებზე მორგებული პროფესიები დაინერგება. პროექტის მიზანი კი მუნიციპალიტეტში მიგრაციის შეჩერებაა. როგორც ორგანიზატორები ვარაუდობენ, ახალი პროექტი ადგილობრივებს დასაქმებაშიც დაეხმარება.