ექიმებისა და ექთნებისთვის ხელფასის მატება იგეგმება.
საუბარია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებზე, რომლებიც წლების განმავლობაში ანაზღაურების გადახედვაზე უარს დაბალი ტარიფების გამო ამბობდნენ. ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა მინიმალური სახელფასო ანაზღაურების განსაზღვრასაც გულისხმობს. დაბალი ანაზღაურების პრობლემა განსაკუთრებით ექთნებს და სანიტრებს აწუხებთ. თუ ახლა ექთნების საშუალო ხელფასი 500 ლარს შეადგენს, ახალი გეგმის მიხედვით ზრდა საგრძნობი უნდა იყოს.