დაუსრულებელი მშენებლობების სპეციალური შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება იგეგმება.
ცვლილებები „ადგილობროვი თვითმმართველობის შესახებ“ კანონში შედის.
ცვლილებებზე დღეს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა. ზაზა გაბუნიამ განმარტა კონკრეტული პირობებიც. მისი თქმით, დედაქალაქში დაუმთავრებელი 179 ობიექტია.