საარჩევნო კოდექსის განხილვა

პარლამენტი მიმდინარე კვირაში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით იწყებს. მის შემუშავებასთან დაკავშირებით, უკვე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც არიან. გათვალისწინებული იქნება ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რომლის მიზანი, ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებაა. პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო იმ რეკომენდაციებზე მუშაობს, რომელთა გათვალისწინებაც არჩევნების დღეს აუცილებელი იქნება.

დატოვე კომენტარი