საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სამი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.
ახალი სასროლეთი, სპეციალური ოპერაციების პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი ნაგებობა და ფიზიკური მომზადების სივრცე დღეს ვახტანგ გომელაურმა გახსნა.