სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის სასროლეთზე სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა

სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის სასროლეთზე სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა. 10-მეტრიანი იარაღიდან სროლაში პირველ დღეს შეჯიბრი ქალებს შორის გაიმართა. პირველი ადგილი ქუთაისის წარმომადგენელმა მარიამ ჩიგანავამ მოიპოვა. მონაწილეებს შორის იყო ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა. ხვალ საუკეთესო გამოვლინდება მამაკაცთა თანრიგშიც.

სულ ბოლოს კი ჩემპიონატი შერეულ წყვილებში გამართული დისციპლინით დასრულდება.