„ოკუპირებული მემკვიდრეობა“, – ასე ჰქვია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ახალ გამოცემას, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
წიგნში სრულად არის ასახული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ცხინვალის რეგიონში არსებული მართლმადიდებლური და რელიგიური უმცირესობების ისტორიულ-კულტურული ძეგლები, საარქივო და ახალი ფოტო მასალა. წიგნზე რელიგიის სააგენტო სამი წლის განმავლობაში მუშაობდა.