ახალი გაერთიანების მცდელობა ოპოზიციაში

ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის დღევანდელი განცხადება ოპოზიციურ ფლანგზე ახალი პოლიტიკური გაერთიანების ვარაუდს აჩენს.

ლიდერები მათი თანამშრომლობის ფორმატს პროევროპულ პლატფორმად მოიხსენიებენ და ადასტურებენ, რომ საერთო სამოქმედო სტრატეგია ერთმანეთთან უკვე შეთანხმებული აქვთ. გეგმა კი ჯერ კარგად მომზადებას და შემდეგ გადამწყვეტ შეტევაზე გადასვლას გულისხმობს. ახლა საინტერესოა, გაფართოვდება თუ არა ეს პლატფორმა და იქცევა თუ არა წინასაარჩევნოდ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებად. გამოხმაურების მიხედვით ახალი ოპოზიციური ერთობის მომავალი და პერსპექტივა ბუნდოვანია. საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი, ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს კი სამივე პარტიასთან სანდოობის კუთხით აქვს კითხვები.