პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია

10:11, 06.09.2024

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია საგურამოში გაიმართა.

პროგრამის სახელწოდებაა „ილიას გზა“. სწორედ ამიტომ პრეზენტაცია სიმბოლურად წიწამურში, ილიას ძეგლთან დაიგეგმა. პოლიტიკურმა ლიდერებმა მხარდამჭერებს 9-პუნქტიანი გეგმა წარუდგინეს, რომლის შესრულებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ. გაერთიანების ლიდერები ამომრჩეველს 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას, ხელფასებისა და პენსიის ზრდას, ასევე ბიზნესის და მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას დაპირდნენ.

მსგავსი