პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძლიერი საქართველოსთვის“ საარჩევნო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია საგურამოში გაიმართა.
პროგრამის სახელწოდებაა „ილიას გზა“. სწორედ ამიტომ პრეზენტაცია სიმბოლურად წიწამურში, ილიას ძეგლთან დაიგეგმა. პოლიტიკურმა ლიდერებმა მხარდამჭერებს 9-პუნქტიანი გეგმა წარუდგინეს, რომლის შესრულებასაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებენ. გაერთიანების ლიდერები ამომრჩეველს 200 000 სამუშაო ადგილის შექმნას, ხელფასებისა და პენსიის ზრდას, ასევე ბიზნესის და მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას დაპირდნენ.