ევროოპტიმისტების ინიციატივა

საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური გაერთიანება „ევროოპტიმისტები“ გამოდიან ინიციატივით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულსა და გადასახადისთვის თავის არიდებაზე სანქციები შემსუბუქდეს.

დეპუტატ რომან გოცირიძის განმარტებით, კანონპროექტით შეიცვლება დამამძიმებელი გარემოებების კრიტერიუმები. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში პასუხისმგებლობას ისეთი ქმედება ამძიმებს, რომელიც გულისხმობს 150 ლარზე მეტი ღირებულების ნივთებთან დაკავშირებულ დანაშაულს. კანონმდებელი აღნიშნავს, რომ ცვლილებებით, 100 000 ლარიანი ზღვარი, რომელზე მეტი ოდენობით პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება მიიჩნევა გადასახადისთვის თავის არიდებად და იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გაიზრდება და გახდება – 150 000 ლარის ტოლი.