ახალი გაცვლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ნაღმების რუკების სანაცვლოდ, აზერბაიჯანმა სომხეთის 15 სამხედრო პირი გაათავისუფლა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცვლა რუსეთის ინიციატივით განხორციელდა. სომხეთმა აზერბაიჯანულ მხარეს ფიზულინისა და ზანგილანის რაიონში განთავსებული 92 ათასი ნაღმის რუკები გადასცა. სომხეთის მხრიდან ჰუმანური ნაბიჯის სანაცვლოდ, აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთის 15 მოქალაქის ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებსაც აზერბაიჯანში თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

მოამბე