დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორია „არაგვის დაცული ლანდშაფტი“ შეიქმნება.
საკითხთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი პირველ მოადგილესთან ერთად, პროექტის ავტორებსა და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა ექსპერტების მომზადებული დოკუმენტები და სახელმწიფო რწმუნებულის პროცესში ჩართულობისა და მისი მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს.
ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის მხარდაჭერაში აქტიურად მონაწილეობენ ჩეხი ექსპერტები.