ეთნოსოფლის მშენებლობა მაჭახელას ხეობაში

მაჭახელას ხეობაში ეთნოსოფლის მშენებლობა დაიწყო. პროექტი ხეობაში არსებული უნიკალური კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებების, ისტორიისა და ტრადიციების მაქსიმალურ დაცვას და ამავე დროს არსებული ლანდშაფტის შენარჩუნებით, მის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ეთნოსოფელი გათვლილია ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე, გარემოს დაცვასა და გაჯანსაღებაზე, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც. პროექტის ფარგლებში, საინფორმაციო ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რაც 2020 წლის სექტემბერში დასრულდება. მაჭახელას საინფორმაციო ცენტრში სამუშაო და საექსპოზიციო სივრცეები და საკონფერენციო ოთახი განთავსდება. აღსანიშნავია, რომ გაერო-ს განვითარების ფონდი, მაჭახელას ხეობისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობს.