ახალი პროექტი თუშეთის დაცულ ტერიტორიებზე

„კავკასიის ბუნების ფონდი“ იწყებს სამწლიან პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარე თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის გაძლიერებასა და საქმიანობის მხარდაჭერას. საგრანტო პროგრამა ხორციელდება გერმანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებული ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი დაფინანსებით. ფონდი იღებს ვალდებულებას, გამოყოს გრანტი 200 000 ევროს ოდენობით. სამწლიან საგრანტო ხელშეკრულებას მხარეებს შორის ხელი დღეს თელავში მოეწერა.