პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს რვა ერთეული ახალი ავტობუსი გადაეცა.
EURO-5 სტანდარტის ავტობუსები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ოთხ მუნიციპალიტეტს – ამბროლაურს, ონს, ცაგერს და ლენტეხს თანაბრად გაუნაწილდათ, რომლებიც უახლოეს მომავალში სამ მარშრუტად: ქალაქში, სოფლებსა და მუნიციპალიტეტების ცენტრებს შორის ივლიან. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზეა ადაპტირებული. აღსანიშნავია, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებებზე დასასწრებად ადგილობრივ მოსახლეობას ახალი ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.