ახალგორთან ე.წ. გადასასვლელები დღეს კვლავ იკეტება
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დღეს, დღის ბოლოს დაიკეტება. აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოკუპირებულ ახალგორში მოქალაქეებს გადასვლის საშუალება 21 აპრილიდან ჰქონდათ.
რა ვითარებაა ე.წ. გამშვებ პუნქტთან, გიორგი კობერიძე გვეტყვის.