„ცოდნა და უნარები ახალგაზრდების დასაქმებისთვის,“ – „ვორლდ ვიჟენ საქართველომ“ რუსთავში ახალგაზრდული კონფერენცია გამართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინფორმირებას მათი განათლებისა და დასაქმების მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე. კონფერენციაში სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 170 ახალგაზრდა მონაწილეობდა. მას ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
პროექტი „კომპეტენციები დასაქმებისათვის“ სომხეთსა და საქართველოში ხორციელდება.