იუსტიციის სამინისტროში ინოვაციური პლატფორმა ახალგაზრდული კლუბი დაფუძნდა. პროექტი იურიდიული ფაკულტეტების სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს განივითარონ პროფესიული უნარ-ჩვევები, გაიღრმაონ დარგობრივი ცოდნა, ჩაერთონ საჯარო მმართველობის პროცესში და მონაწილეობა მიიღონ იუსტიციის სამინისტროს რეფორმების დაგეგმვა-განხორციელებაში. ახალგაზრდულ კლუბის პირველ ნაკადში განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეირჩევა ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 30 სტუდენტი. მათ შესაძლებლობა ექნებათ უშუალოდ ჩაერთონ იუსტიციის სამინისტროს საქმიანობაში. კლუბი იუსტიციის მინისტრმა წარადგინა. ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული პლატფორმის მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილა განათლების მინისტრმაც.