ახალგაზრდული ფესტივალი

საქართველოში მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი სტუდფესტი 2024 მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში ამჯერად ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა, რომელშიც საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირზე გამარჯვებულები სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. „სტუდფესტი 2024“ საქართველოს განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს, თბილისის მერიისა და სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მასში საქართველოს ყველა უნივერსიტეტის 25 ათასამდე სტუდენტი იღებს მონაწილეობას.