რა გავლენა აქვთ სოციალურ ქსელებს მოზარდებზე – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალი კვლევა საგანგაშოა.
ანგარიშის მიხედვით, სხვადასხვა პლატფორმის მოხმარების მაჩვენებელი მკვეთრად გაზრდილია. კვლევა აჩვენებს, რომ სოციალურ ქსელებზე არასრულწლოვნების დამოკიდებულება სულ უფრო იზრდება, რაც თავის მხრივ მოზარდების ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება. მსოფლიო ტენდენცია საქართველოსაც ეხება. რეკომენდაციებს შორისაა მედია-წიგნიერებაზე აქცენტი და სკოლებში შესაბამისი გარემოს შექმნა, რამაც მოზარდების მხრიდან სოციალური ქსელების საჭიროებისამებრ მოხმარებას უნდა შეუწყოს ხელი. ჯანმო-ს რეკომენდაციებს შორის ნახსენები მედია-წიგნიერების პროექტი წლებია, დანერგილია საქართველოშიც. პროგრამას უკვე 27 000-მდე ბენეფიციარი ჰყავს.