ახალგაზრდა თაობა ირჩევს მშვიდობას – ამ სახელწოდებით, აქცია ფილარმონიის წინ გაიმართა. ქართველი, აზერბაიჯაენელი და სომეხი ახალგაზრდები მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურნენ. შეკრებილების თქმით, მნიშვნელოვანია მათ მშვიდობის მშენებლობას შეუწყონ ხელი და უარი თქვან ძალადობრივ მეთოდებზე. მსოფლიო მშვიდობის თემაზე საინიციატივო ჯგუფი ფორუმის ჩატარებასაც გეგმავს.