ვარძიაში ახალგაზრდა არქეოლოგთა მე-14 საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობენ. კონფერენციის მიზანი, სხვადასხვა ეროვნების არქეოლოგებს შორის კონტაქტების დამყარება, მსოფლიო სამეცნიერო ბაზარზე მათი კვლევების პოპულარიზაცია და ქართველი ახალგაზრდების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციაა. ვარძიის კონფერენცია ექვთიმე თაყაიშვილის 160-ე წლისთავს ეძღვნება.