ფოთში, ახალციხის თოჯინების თეატრმა, სპექტაკლი წარადგინა.
ეგზიუპერის ყველასთვის საყვარელი ნაწარმოები, მსახიობმა ლექსო ჩემიამ დადგა, რომლისთვისაც ეს პირველი რეჟისორული ნამუშევარია. სპექტაკლი შედარებით უფროსი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი და სამყაროს გასაცნობად პატარა უფლისწულის მოგზაურობის ამბავს, ორიგინალური ფორმით გვიყვება.
წარმოდგენა ბათუმშიც გაიმართა, მასზე დასწრება უფასო იყო.