აკაკი შანიძის მემორიალური სახლ-მუზეუმი ინგრევა.
სამტრედიის რაიონის სოფელ ნოღაში მდებარე სახლი, სადაც ცნობილი ენათმეცნიერი დაიბადა, უკვე წლებია, ავარიულ მდგომარეობაშია. ამის გამო შენობა უკვე 12 წელია, ვიზიტორებს აღარ იღებს და დახურულია.
ადგილობრივმა მოსახლეობამ თსუ-ს ერთ-ერთი დამაარსებლის მემორიალური სახლის რეაბილიტაცია არაერთხელ მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება არც მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.