ვარძია – ძველი საქართველოს საოცრება, თამარის საგულე, საუკუნეთა შემდგომ ერთ მივიწყებულ, გაპარტახებულ ადგილად დაუხვდა ალექსადრე ფრონელს. მარიამობის დღესასწაულზე დასასწრებად, ვარძიაში ასული ავტორი „დიდებული მეხეთისა“, ღრმა სევდითა და მძიმე ფიქრებით სავსე ღამეს ატარებს კლდეში ნაკვეთ მონასტერში.
სტუდია „ეპოქა“ – „დაკარგული წიგნები“ – აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი
პროექტის მიზანია, იმ წიგნების გახსენება, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიისა და კულტურისათვის, მაგრამ უსამართლოდაა მივიწყებული და დაკარგული.
მესხეთი – დიდებული და განადგურებული, ბრწყინვალე და ცრემლის მომგვრელი, სიამაყისა და ტკივილის ერთდროულად გამღვიძებელი – იყო უდიდესი სიყვარული ალექსანდრე ყიფშიძისა, რომელიც ასზე მეტი წლის წინათ ფრონელის ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის წიგნებს.
„დიდებული მესხეთი“ არის ნარკვევებისა და ჩანაწერების თბილი, დამაფიქრებელი, წუხილითა და იმედით გაჯერებული კრებული. სწორედ ალექსანდრე ფრონელის საუკუნის წინანდელ მესხეთში გვამოგზაურებს აკა მორჩილაძე.
პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი; რეჟისორი – გიორგი ებრალიძე
დაკარგული წიგნები
ეპოქა
იონას საქართველო
თბილისის კართან
საქართველოს ისტორია