აკა მორჩილაძე - „თბილისის კართან“ - VIII სერია

ძველ თბილისელთა საყვარელი წიგნები, ყავახანებში შემალული ჩრდილების თეატრი, თბილისური ქუჩის წარმოდგენები და ხალისი, რომელიც თან ახლდა ქალაქელების ცხოვრებას – ამ გართობათაგან აღარცერთი არსებობს.

პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი.
რეჟისორი – გიორგი ებრალიძე.

პროექტის მიზანია, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში თბილისის სახეცვლილების, გარეგნული იერის და შინაგანი სამყაროს ჩამოყალიბების, კულტურული და სულიერი გადასხვაფერების ისტორიის წარმოჩენა, თბილისის გამქრალი, ერთ დროს უმნიშვნელოვანესი, დღეს არსგამოცლილი ისტორიული ადგილების გახსენება.

ქალაქზე დაშენებული ქალაქი. უბრალო ხალხი – ყოფით, ცხოვრებით, გართობით და წეს-ჩვეულებებით. თბილისის, როგორც ისტორიის სიკვდილი და ახალი ისტორიის შექმნა.

თბილისის კართან

იონას საქართველო

ეპოქა

დოკუმენტური ფილმები

სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები

საქართველოს ისტორია