აკა მორჩილაძე - „დაკარგული წიგნები“. ვასილი ველიჩკო - „კავკასია - რუსული საქმე“ / ნიკოლაი დუბროვინი „ეთნოგრაფიული ჩანაწერები“ - ყველა სერია
ფაშიზმამდელი რუსი ფაშისტის, ვასილი ველიჩკოს „შემოქმედების“ მთავარი საკითხები: როგორი ქართველები არიან სასარგებლო იმპერიისთვის და როგორი სომხები გამოადგება რუსეთს.
ველიჩკო, ერთ დროს გაზეთ „კავკაზის“ რედაქტორი, ბევრს ფიქრობდა და წერდა იმაზე, ვის როგორ უნდა მოგვქცეოდნენ კავკასიაში და რახან მისი ნაფიქრი სულაც არ იყო ზერელე, ალბათ რუსეთს სასარგებლო სახელმძღვანელოდ შემორჩა მისი წიგნი „კავკაზ“.
რუსის სამხედრო მეცნიერი დუბროვინი, მისი კვლევები კავკასიის შესახებ და საქართველოს კუთხეები. ქართველთა ყოველდღიურობა.
იმ რუსებს შორის, რომლებიც საქართველოს იკვლევდნენ, სამხედრო აკადემიკოსი ნიკოლაი დუბროვინიც იყო. მისი ნაწერები საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიისა და ადათ-წესების შესახებ, მდიდარ საარქივო მასალებს ეყრდნობა და ამდენად,საინტერესოცაა და მკვლევართათვის სასარგებლოც.
აკა მორჩილაძე – დაკარგული წიგნები
ეპოქა
დოკუმენტური ფილმები