2017-2018 წლებში, გუბერნატორების ავტოპარკისა და საწვავის ხარჯების შესახებ, ანგარიში გამოაქვეყნა ორგანიზაცია აიდიეფაიმ.
ძირითადი მიგნებების მიხედვით, 9 გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე, 78 ავტომობილი ირიცხება. ანგარიშის მიხედვით, 2017-2018 წლებში ეს ავტომობილები საშუალოდ, ყოველდღიურად არასამუშაო დღეების ჩათვლით, 150 კილომეტრს ფარავდნენ, ხოლო მხოლოდ სამუშაო დღეების დაანგარიშებით – 215 კილომეტრს. გუბერნატორების საწვავის ლიმიტი თვეში 700 დან 1500 ლიტრამდე მერყეობდა, თუმცა კვლევის თანახმად, 7 გუბერნატორის მიერ სულ გახარჯულია 132 208 ლიტრი საწვავი. ორგანიზაციაში ამ კუთხით შენიშვნები აქვთ და ამბობენ, რომ საწვავი არაგონივრულად იხარჯება და უნდა მოხდეს მისი ხარჯვის ეფექტიანი კონტროლი.
ანგარიშს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მართვის ხელმძღვანელმა უპასუხა. სოზარ სუბარის თქმით, საწვავის ხარჯები მაღალი არა არის, ვინაიდან გუბერნატორებს ხშირად უწევთ გადაადგილება, მათ შორის, – მაღალმთიან რაიონებშიც.