სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკის განახლება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი განახლდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ცენტრს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 60 მანქანა გადასცა. მათგან 45 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, ხოლო 15 მაღალი გამავლობის რეანომობილი, რომელიც კრიტიკულ პაციენტთა და სამედიცინო დაწესებულებათა შორის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება. აღნიშნული ავტომობილები თბილისსა და რეგიონებში საჭიროებისამებრ გადანაწილდება.